აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა - მას შემდეგ, რაც თურქეთმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება ოფიციალურად დაასრულა.
სახდეპმა კონგრესს თურქეთისთვის 23 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების და საბერძნეთისთვის 8,6 მილიარდი დოლარის ღირებულების F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის შესახებ უკვე აცნობა.
ოფიციალური შეტყობინების გადაცემის შემდეგ, კონგრესს შეთანხმების გასაპროტესტებლად 15 დღე აქვს, რის შემდეგაც იგი ძალაში შევა.