დანიის მიერ უკრაინისთვის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება 6 თვით გადაიდო. ამის შესახებ დანიური მედია იტყობინება.
დანიას უკრაინისთვის ახალი წლისთვის 6 თვითმფრინავი უნდა გაეგზავნა, ახალი ინფორმაციით კი ეს, სავარაუდოდ, წლის მეორე კვარტალში მოხდება.
მედიის ცნობით, მიწოდების განრიგი რამდენიმე პირობაზეა დამოკიდებული, მათ შორის, უკრაინელი მფრინავების სათანადო მომზადებასა და ლოგისტიკისა და საჭირო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობაზე. მათივე ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე სპეციალურ გადამზადებას დანიაში 6 უკრაინელი მფრინავი გადის.
აგვისტოში დანიის პრემიერმინისტრი, მეტე ფრედერიქსენი აცხადებდა, რომ კიევს F-16 ტიპის 19 საბრძოლო თვითმფრინავს მიაწვდიდა.