კრემლს "მომზადებული სამხედრო ძალის" ჩამოყალიბების პრობლემები აქვს, მაგრამ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყებას ეშინია. ამის შესახებ CNNდასავლეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
"რუსეთმა აღიარა, რომ მას კიდევ 400 000 ჯარისკაცი სჭირდება და ეს ეხება არა მხოლოდ კონფლიქტს, არამედ ახალ ფორმირებებს, რომლებიც განლაგდებიან ნატოსთან ახალ საზღვარზე, ფინეთთან. როგორ გააკეთებენ ამას, გასარკვევია." - აღნიშნა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.
CNN-ის თანამოსაუბრეების თქმით, აგრესორი არ ცდილობს მობილიზაციის მეორე ტალღის დაწყებას და უჭირს ხალხის მომზადება.
"გაუძლებს თუ არა მოსახლეობა მობილიზაციის მორიგ რაუნდს და ნამდვილად სურს თუ არა კრემლს მოსახლეობის მდგრადობის გამოცდა ამის მიმართ, ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა, ის ფაქტი, რომ მათ ეს არ გააკეთეს, მიუთითებს, რომ მათ გარკვეული შეშფოთება აქვთ ამასთან დაკავშირებით." - განაცხადა ტელევიზიის წყარომ.
მარტის ბოლოს კრემლმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისინი მობილიზაციის მეორე ტალღას არ გეგმავენ, რადგან, სავარაუდოდ, რუსეთს საკმარისი რაოდენობის სამხედრო ჰყავს.