კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა.
როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული, პუტინი მარიუპოლში ვერტმფრენით ჩავიდა, ქალაქის რამდენიმე რაიონი მოიარა და ადგილობრივ მცხოვრებლებს ესაუბრა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მანამდე ვლადიმერ პუტინი ყირიმში იმყოფებოდა.