ამის შესახებ ინფორმაციას „ბილდი“ ავრცელებს.
პარასკევს საღამოს, ადგილობრივი დროით 18:05 საათზე, ჰამბურგის ცენტრალურ სადგურზე დანით თავდასხმა მოხდა. „ბილდსის“ მიერ თავდაპირველად გავრცელებული ცნობით, დაშავდა რვა ადამიანი. მოგვიანებით, „ბილდმა“ დაწერა, რომ დაშავებულთა რაოდენობა თორმეტია და მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია. ფედერალურმა პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 39 წლის ქალი, რომელიც მარტო მოქმედებდა.
ახლახან„ბილდმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალმა დანით დაჭრა მთავარი სადგურის ერთ-ერთ ბაქანზე მატარებლის მომლოდინე არა თორმეტი, არამედ 17 ადამიანი. მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.
დანაშაულის მოტივი კვლავ გაურკვეველი რჩება.