ამის შესახებ ინფორმაციას „ბილდი“ ავრცელებს.
პარასკევს საღამოს, ადგილობრივი დროით 18:05 საათზე, ჰამბურგის ცენტრალურ სადგურზე დანით თავდასხმა მოხდა. BILD-ის ცნობით, დაშავდა სულ მცირე თორმეტი ადამიანი. ფედერალურმა პოლიციამ ქალი (39 წლის) დააკავა. მთავარ სადგურზე მატარებლების მოძრაობა მთლიანად შეჩერდა.
თავდაპირველად საუბარი რვა მსხვერპლზე იყო, თუმცა შემდეგ პოლიციამ განმარტა: სამი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია, კიდევ სამი მძიმედ, ხოლო ექვსი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
BILD-ის ცნობით, დაშავებულთა ნაწილი მკურნალობას მატარებლებში გადის. დანაშაულის მოტივი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამასობაში, ადგილზე წითელი ჯვრის სასწრაფო დახმარების ჯგუფი მივიდა, რათა დაშავებულების ოჯახებს დახმარება გაუწიონ.