სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო წარდგა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე, რომლის წევრიც ადრე თავად იყო, სახელმწიფო დეპარტამენტის 2026 წლის ბიუჯეტის შესახებ კითხვებს უპასუხა.

„ამერიკა დაბრუნდა“, - განაცხადა მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გაკეთებულ განცხადებაში. თუმცა, კომიტეტის წამყვანი დემოკრატი აფრთხილებს, რომ ბიუჯეტის შემცირება და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს („იუსაიდი“) დაშლა ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ჩინეთთან შედარებით პოზიციებს კარგავს.

„მაშინ, როდესაც ილონ მასკი „იუსაიდს“ ბენზოხერხით უტევს, თქვენ კი უცხოური პროგრამების 83%-ით შემცირების შესახებ განაცხადეთ, ჩინეთმა დიპლომატიური ბიუჯეტის 8.4%-ით გაზრდა დააანონსა“ და „რამდენადაც ჩვენ მივდივართ ჩვენი დიპლომატიური პერსონალის შემცირების გზით და აშშ-ის საელჩოების დახურვის განხილვას ვაპირებთ, ჩინეთს ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტი დიპლომატიური მისია ეყოლება“, - მიმართა ნიუ-ჰემფშირის სენატორმა ჯინ შაჰინმა წინასწარ მომზადებულ გამოსვლაში რუბიოს, რომელიც სენატში სახელმწიფო დეპარტამენტის 28.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ბიუჯეტს ანუ ბოლო წლებში არსებული ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარს იცავს.

ჯინ შაჰინმა შეშფოთება გამოხატა აგრეთვე ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოლაპარაკებისკენ მიმართულ ძალისხმევასთან დაკავშირებით.

„ვლადიმერ პუტინი ახლა დროის მოგებას ცდილობს და თამაშობს პრეზიდენტით, როგორც ვიოლინოთი“ - თქვა შაჰინმა.

„საგარეო პოლიტიკა - მოწიფული საგარეო პოლიტიკა - ინტერესთა ბალანსს მოითხოვს“ და ჩვენი დღის წესრიგი ადამიანის უფლებათა მიმართულებით მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე სხვაგან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, როგორც ხალხმა, ეს საკითხი მივატოვეთ. ეს ნიშნავს, რომ სამყაროში, სადაც რეალური საგარეო პოლიტიკა მოწიფული და სტრუქტურირებული გზით უნდა წარიმართოს, არსებობს გზები, რომლითაც ეს ყველაფერი უნდა დააბალანსოთ", - თქვა რუბიომ და განაგრძო:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რეგიონული ოფისები იყოს ყველაფრის ცენტრში და გულში“ და „მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი რეფორმა, რომლის განხორციელებასაც ვცდილობთ უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამისთვის“.

მე ადრე ვთქვი, რომ „ყველაფერმა, რასაც ვაკეთებთ, უნდა გაგვაძლიეროს, უფრო უსაფრთხოდ ან უფრო აყვავებული გაგვხადოს. ასე რომ, ჩვენ გადავხედეთ ჩვენს საგარეო დახმარებას და რეალობა ისაა, რომ ასეთი პროგრამების დიდი რაოდენობა არსებობს“ და „ზოგიერთ კარგი პროგრამაა“ და „გამართლებულია“. თუმცა, სხვებს, „გულწრფელად რომ ვთქვათ, საერთოდ არანაირი აზრი არ ჰქონდა“, და “ვაფინანსებდით ისეთ რაღაცებს, რაც აბსოლუტურად უაზრო იყო“.

მე შემიძლია ვთქვა, რომ „ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და ჩვენი საგარეო დახმარების ცვლილებების სახით შემოთავაზებული ცვლილებების მიუხედავად, ჩვენ მაინც უფრო მეტ საგარეო დახმარებას, უფრო მეტ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გავუწევთ, ვიდრე მომდევნო 10 ქვეყანა ერთად, ვიდრე მთელი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია და გაცილებით მეტს, ვიდრე ჩინეთი. ჩინეთი ჰუმანიტარულ დახმარებას არ უწევს. ჩინეთი მტაცებლური სესხებით არის დაკავებული. სწორედ ეს არის ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“. სწორედ ეს არის მათი მთელი დახმარება - მათ მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ნულოვანი ისტორია აქვთ და, გულწრფელად რომ ვთქვათ, არ იციან, როგორ გააკეთონ ეს. ეს მათ არ აინტერესებთ. ისინი ძალიან კარგები არიან იმაში, რომ ჩადიან რომელიმე ქვეყანაში, აძლევენ სესხს“ და შემდეგ მათ ამ ვალს უხდიან საფიქრალს.

ასე რომ, მე არ ვეთანხმები თქვენ შეფასებას არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთს აქვს შესაძლებლობა ან სურვილი, ჩაანაცვლოს შეერთებული შტატები ჰუმანიტარული დახმარებით, საკვების მიწოდებით ან განვითარების მიმართულებით დახმარების გაწევით. ჩვენ განვითარების მიმართულებით ვეხმარებით, ისინი - ქმნიან ვალის ხაფანგებს.

იმ მასშტაბის რეფორმების განხორციელების დროს, რაც საჭირო იყო, იქნება ხარვეზები და ჩავარდნები, მაგრამ ხარვეზები და ასევე უთანხმოებები, მაგრამ „ეს რეფორმები აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო. „იუსაიდში“ ყოველი დოლარიდან ადრესატამდე 12 ცენტი აღწევდა. ეს ნიშნავს, რომ ვინმესთვის დახმარების გასაწევად, ჩვენ გვიწევდა დაგვეხარჯა დანარჩენი თანხა საგარეო დახმარების სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერაზე. ჩვენ ვაპირებთ ვიპოვით უფრო ეფექტური გზები, რათა დახმარება პირდაპირ მივაწოდოთ ადამიანებს“. ეს ჩვენი რეგიონული ბიუროების მიერ იქნება მართული. მოხდება მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება და ეს გახდება ჩვენი საგარეო პოლიტიკისადმი ერთიანი მიდგომის ნაწილი. „მოუთმენლად ველი ამ კომიტეტთან და ასიგნებების კომიტეტთან თანამშრომლობას, რათა უზრუნველვყოთ ამ საკითხის სწორად გადაწყვეტა“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

სახელმწიფო მდივანმა უარყო სენატორ შაჰინის მოსაზრება ადმინისტრაციის ფუჭ ძალისხმევაზე პუტინთან მოლაპარაკების გზით უკრაინაში ომის დასრულების შესახებ და თქვა, რომ ტრამპი ცდილობს დაასრულოს ომი, რომლის მოგებაც არცერთ მხარეს არ შეუძლია.

„რუსეთს სურს ის, რაც ახლა არ აქვს და რისი უფლებაც არ აქვს, ხოლო უკრაინას სურს ის, რისი დაბრუნებაც სამხედრო გზით არ შეუძლია. და ეს არის პრობლემის არსი“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელებმა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის ჩათვლით, მხარი დაუჭირეს რუბიოს, დემოკრატების მხრიდან კი შენიშვნები გამოითქვა.

ჰავაის დემოკრატი სენატორის, ბრაიან შატცის თქმით რეფორმების გატარება უფრო გააზრებული და ორპარტიული გზით შეიძლებოდა.