Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის მუხლით იყო გასამართლებული, პატიმრობიდან გაათავისუფლეს დასავლეთთან პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში. ამის შესახებ Bloomberg-ს ვითარების მცოდნე წყაროებმა განუცხადეს.
მათი თქმით, ასევე გაათავისუფლეს ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი, რომელსაც ასევე ჯაშუშობას ედავებოდნენ.
ორივეს 16–16–წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
ამჟამად ორივე რუსეთს ტოვებს. აშშ და მისი მოკავშირეებიც გაათავისუფლებენ პატიმრებს და გაგზავნიან რუსეთში გაცვლის მიზნით, – უთხრეს Bloomberg-ს.
CNN-ის ცნობით, პატიმრების გაცვლა, რომელშიც შეერთებული შტატები, გერმანია, რუსეთი და სხვა ქვეყნები მონაწილეობენ, "ამ წუთებში " მიმდინარეობს.
მედიამ გამოაქვეყნა პატიმრების სავარაუდო სია, რომლებიც გაცვლის სქემაში მოხვდნენ.