The Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ეფუძნება ინტერვიუებს ღაზაში მცხოვრებ ყოფილ მძევლებთან, რომლებიც ისრაელელებმა „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ აიყვანეს. ანგარიშში აღწერილია ისრაელელების მიერ პალესტინელების მიმართ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და ძალადობის ფაქტები.
მოხსენების თანახმად, ისრაელელები მძევლად აყვანილ პალესტინელებს აიძულებდნენ, რომ დღეში 20 საათის განმავლობაში დაჩოქილიყვნენ; მათ ხელებს თავს ზემოთ უკრავდნენ, თოფის კონდახით სცემდნენ და წიხლს ურტყამდნენ.
მოხსენებაში დადასტურებულია ისრაელისა და პალესტინის ორგანიზაციების, მათ შორის Physicians for Human Rights-ისა და Addameer-ის დასკვნების უტყუარობა, რომლებიც დეტალურად აღწერს ისრაელის ციხეებში პალესტინელების სისტემატური შეურაცხყოფისა და ღაზელი მუშების ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე უგზო-უკვლოდ გაუჩინარების (რადგან 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ გადასასვლელები დაიკეტა) შემთხვევებს.