ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობის მუხლით ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
32 წლის ჟურნალისტმა „ეფესბეს“ მიერ წარდგენილი ბრალდება არ აღიარა და განაცხადა, რომ რუსეთში მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული.
The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი 30 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ვერსიით, ამერიკული მხარის დავალებით ის აგროვებდა ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობას ეხებოდა.