რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს "არა მხოლოდ სურს გაანადგუროს მშვიდობიანი ევროპული მსოფლიო წესრიგი," ის ასევე ცდილობს გავლენა მოახდინოს ევროპის ქვეყნებში არჩევნების შედეგებზე. ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების და ასევე ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის კონსტიტუციაში შეტანის საკითხზე რეფერენდუმის წინ გააკეთა.

"პუტინის რუსეთი ახორციელებს ჰიბრიდულ თავდასხმებს ევროპის არჩევნებზე კიბერთავდასხმების და დეზინფორმაციის საშუალებით, რომელსაც მისი სოციალური მედიის ბოტების არმიით მართავს," - თქვა ბერბოკმა ბერლინში გამოსვლისას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოლდოვა ებრძვის ასეთ საფრთხეებს, მათ შორის პარტნიორობის პლატფორმის დახმარებით, რომელიც გერმანიის მთავრობამ და მისმა პარტნიორებმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან 40 დღის შემდეგ აამოქმედეს.