ბერლინში, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ კონფერენციაზე გამოსვლისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება არა ქველმოქმედება, არამედ ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტირებაა.

მან გამაღიზიანებელი უწოდა მხარდაჭერის განსხვავებულ კონტექსტში წარმოჩენის შესახებ დისკუსიებს.

„გამაღიზიანებელია დისკუსიები, სადაც უკრაინის მხარდაჭერა განიხილება, როგორც საქველმოქმედო ჟესტი და არა ისე, როგორც ეს სინამდვილეშია - ინვესტიცია ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაში, მშვიდობისა და თავისუფლების დაცვაში“, - თქვა ბერბოკმა და დასძინა, რომ შეუძლებელია, სხვა რამ ეს არ იყოს ეროვნული ინტერესი.

"ჩვენ დავიცავთ ჩვენს ევროპას, ყოველ სანტიმეტრს, დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას",– თქვა გერმანელმა მინისტრმა.