გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთი დარჩება ევროპის უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ უახლოეს მომავალში და NATO–ს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ, მინისტრმა ბუნდესტაგში გამართული დებატების დროს განაცხადა.
”რუსეთი დარჩება ყველაზე დიდ საფრთხედ ევროპაში ჩვენი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის უახლოეს მომავალში”, - თქვა ბერბოკმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთმა ზომები უნდა მიიღოს თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად:
"ეს ჩვენ არ აგვირჩევია, ეს ჩვენ არ გვინდოდა! გერმანიას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ კუთხით და ახლა დაიბრუნა დაკარგული ნდობა რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამო. ჩვენ ეს არ უნდა დავკარგოთ საბიუჯეტო მოლაპარაკებების დროს", - გააფრთხილა მინისტრმა 2025 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით კოალიციაში მიმდინარე დავის კონტექსტში.