შევხვდებით ისევ, როცა მშვიდობა და თავისუფლება საბოლოოდ დაბრუნდება უკრაინაში. თქვენ საკუთარ თავზე მაღლა აყენებთ თქვენი ქვეყნის ხალხს, - ასე ეხმაურება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ანალენა ბარბოკი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

„გრძელი საუბრები ღამის მატარებლებზე, „დიდ შვიდეულზე“, ფრონტზე, ბრიუსელში, დაბომბილი ელექტროსადგურის წინ, ცოტა ადამიანთან მიმუშავია ისე მჭიდროდ, როგორც თქვენთან, დმიტრო კულება”, - წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ანალენა ბერბოკი კულებას წარმატებას უსურვებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის უმაღლეს რადას გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა.