დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა.  ამასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანის "ფეისბუკზე" წერს.

"დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი, რომლის ტრაგედიამ შეძრა და ამასთან,  გააერთიანა სრულიად საქართველო. 

დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფოს ძალისხმევით აუცილებლად დადგება მართლმსაჯულება და ამ სასტიკ დანაშაულში მონაწილე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან." - წერს თავდაცვის მინისტრი.