კითხულობენ, რატომ ესაუბრებით რუსეთს? როგორ უნდა დაასრულოთ ომი რუსეთთან საუბრის გარეშე? – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) განაცხადა.

"ტრამპი როდესაც მოლაპარაკებებზე მიდის, ამბობს, რომ ყველაფერი მოლაპარაკებების მაგიდასთანაა. რა თქმა უნდა, ეს ამერიკულ მედიაში აღშფოთებას იწვევს, რადგან ისინი კითხულობენ, რატომ ესაუბრებით რუსეთს? მაგრამ, როგორ უნდა დაასრულოთ ომი რუსეთთან საუბრის გარეშე? კონფლიქტის დასრულება რეალურად თუ გსურთ, უნდა ისაუბროთ ყველასთან, ვინც მონაწილეობს ბრძოლაში.

მე ვიცი, რომ პრეზიდენტი ამას აკეთებს. მშვიდობა ამერიკელი ხალხის ინტერესებშია და ტრამპი აპირებს ამისთვის ბრძოლას თავისი ადმინისტრაციის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში. სადაც კი ომი დაიწყება, ის იქნება მშვიდობის პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ტრამპი არის ძალიან კარგი მომლაპარაკებელი, ძალიან კარგი ბიზნესმენი. ტრამპი აღიარებს, რომ ბევრი საკითხი რთულია. ამ ყველაფრის მოგვარებას ჭკვიანი სახელმწიფო მოღვაწე დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ასეთი თეთრ სახლში გვყავს. ნამდვილად მჯერა, რომ ევროპაში მშვიდობის მიღწევის ზღვარზე ვართ პირველად სამი წლის განმავლობაში, რადგან ოვალური კაბინეტიდან გვყავს ისეთი ხელმძღვანელობა, როგორიც ამ ქვეყანაში ოთხი წლის განმავლობაში არ გვყოლია.

ვცდილობ ავუხსნა ჩვენ ევროპელ მეგობრებს, რომ ეს მეგობრობა საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული. მჯერა, ისინი მეგობრები არიან. პრეზიდენტ ტრამპსაც ასე სჯერა.  თქვენ არ გაქვთ საერთო ღირებულებები თუ ადამიანებს აპატიმრებთ იმის თქმისთვის, რომ საზღვრები უნდა დაიხუროს. თქვენ არ გაქვს საერთო ღირებულებები თუ არჩევნებს აუქმებთ, რადგან შედეგი არ მოგწონთ. როგორც ეს რუმინეთში მოხდა. თქვენ არ გაქვთ საერთო ღირებულებები, თუ იმდენად გეშინიათ საკუთარი ხალხის, რომ მათ აჩუმებთ. 

კულტურად ცდილობ ყველა ადამიანი, მამაკაცი იქნება თუ ქალი აქციოს ანდროგენულ იდიოტად, რომლებიც ერთნაირად ფიქრობენ, ერთნაირად იქცევიან.

ჩვენ რეალურად გვჯერა, რომ ღმერთმა კაცი და ქალი გარკვეული მიზნით შექმნა და გვინდა რომ თქვენ, როგორც ახალგაზრდა მამაკაცი და ახალგაზრდა ქალები იყოთ წარმატებულები. 

ძნელი დასაჯერებელია, რომ მხოლოდ ერთი თვეა, რაც თანამდებობაზე ვართ, რადგან, ვფიქრობ, ერთ თვეში უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ბაიდენმა დაახლოებით ოთხ წელიწადში. მადლობა ღმერთს ამისთვის", – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.