გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მეოთხე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში მამაკაცის ოჯახი ავრცელებს.
"სოფელ არაშენდაში, 18 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა 1992 წელს დაბადებული ალექსანდრე მამისაშვილი. აცვია თეთრი ფერის ფეხსაცმელი და ნაცრისფერი ჟაკეტი. ამ დრომდე მისი ძებნა მიმდინარეობს პოლიციისა და სამაშველო სამსახურის მიერ".- ნათქვამია განცხადებაში.