ასეთ განცხადებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი სოციალური ქსელით ავრცელებს.
ზომიერად წარმატებულმა კომიკოსმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა ამერიკის შეერთებული შტატები დახარჯონ 350 მილიარდი დოლარი იმ ომში, რომელიც მოუგებელია, რომელიც არასოდეს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ომში, რომელსაც ის აშშ-სა და „ტრამპის“ გარეშე ვერასოდეს მოაგვარებს. შეერთებულმა შტატებმა ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახარჯა და ევროპის ფული გარანტირებულია, ხოლო შეერთებული შტატები სანაცვლოდ არაფერს იღებს. რატომ არ მოითხოვა მძინარე ჯო ბაიდენმა გათანაბრება, თუ ეს ომი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ვიდრე ჩვენთვის - ჩვენ დიდი, ლამაზი ოკეანე გვყოფს ერთმანეთისგან. ყოველივე ამის გარდა, ზელენსკი აღიარებს, რომ ჩვენ მიერ გამოგზავნილი თანხის ნახევარი „დაკარგულია". ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, აქვს ძალიან დაბალი რეიტინგი უკრაინის გამოკითხვებში და ერთადერთი, რაც მას კარგად გამოსდიოდა - ბაიდენთან ისე თამაშობდა, თითქოს ვიოლინოზე უკრავსო. დიქტატორი არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ, სწრაფად უნდა იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ქვეყანა აღარ დარჩება. ამავდროულად, ჩვენ რუსეთთან წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ომის დასრულების შესახებ და ყველა აღიარებს, რომ ეს მხოლოდ „ტრამპს“ და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია. ბაიდენს არასოდეს უცდია, ევროპამ ვერ შეძლო მშვიდობის დამყარება და ზელენსკის, ალბათ, სურს შეინარჩუნოს საკვებური. მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი სამუშაო შეასრულა, მისი ქვეყანა განადგურებულია და მილიონობით ადამიანი ამაოდ დაიღუპა - და ეს გრძელდება, - წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელში