ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვის ბრალდებით აღძრული საქმე შეწყვიტა, – იუწყება CNN.
ფლორიდის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, აილინ ქენონიმ, რომელიც ამ თანამდებობაზე დონალდ ტრამპმა წარადგინა, განაცხადა, რომ სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი, რომელიც ბრალდების მხარეს წარმოადგენდა, უკანონოდ იყო დანიშნული ამ თანამდებობაზე და მას არ ჰქონდა უფლებამოსილება, საქმე აღეძრა.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვის საქმეზე ბრალი 2023 წელს წაუყენეს. ტრამპი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.