ანკარის გუბერნატორის 2025 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, მასობრივი აქციები და დემონსტრაციები  5 დღით აიკრძალა. 

"ჩვენს პროვინციაში, პრევენციული სამართალდამცავი ღონისძიებების ფარგლებში დანაშაულის პრევენციის მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდობა და უსაფრთხოება, პირადი ხელშეუხებლობა, განკარგვასთან დაკავშირებული უსაფრთხოება, საზოგადოებრივი კეთილდღეობა, ეროვნული უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი, დანაშაულის პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი მორალი აკრძალულია კარვები, ტრიბუნების გახსნა, ხელმოწერების აქციები და მსგავსი აქციები და ღონისძიებები, ბუკლეტების გავრცელება, ბანერების/პლაკატების ჩამოკიდება", გადაწყვეტილება ძალაში შედის 26 მარტს და მოქმედებს 1 აპრილამდე. 

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, თურქეთში უკვე მეექვსე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება. დაკავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.

აქციები სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაიწყო. რომელსაც კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობას ედავებიან