მსოფლიო ყურადღება ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტისკენ არის მიპყრობილი. უკვე ცნობილი გახდა, რომ ნატოს ალიანსს ორი ახალი წევრი ეყოლება. თუმცა, მათ შორის არ არის უკრაინა.  

"აიპრესთან"  საგარეო პოლიტიკის ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ სანამ უკრაინაში ომია, ის ვერ გახდება ნატოს სამხედრო ალიანსის წევრი ქვეყანა. 

თურქეთი შესაძლოა მალე ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს

ეს საიდან დაასკვენით? 

უცხოურ მედიაში იწერება. რადგან  შვედეთის ნატოში გაწევრიანებას დათანხმდა, თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლება ოთხოვს

ღმერთმა ქნას გახდეს . ევროკავშირის წევრი მეზობელი რომ გვეყოლება, კარგია, მაგრამ, ეს ქვეყანა ძალიან შორის არის... ბოლოს და ბოლოს თურქეთში დღემდე არის სიკვდილით დასჯა. ასევე ბევრი რამ არის ისეთი რაც ძალიან შორს დგას ევროპული სტანდარტებისგან ასე მარტივად არ მოხდება. 

შვედეთის გაწევრიანებაზე თანხმობის თქმის სანაცვლოდ თურქეთმა რაღაც მიიღო, რაც ჩვენ არ ვიცით. 

რაც შეეხება ევროკავშირს, ეს ალბათ პოლიტიკური განცხადება იყო, რაღაც რაღაცებში ჩვენც დაგვითმეთ, ვერ მიიღებენ ჯერ ევროკავშირში. გამორიცხულია, დღევანდელი თურქული დემოკრატიით, მისი ახლანდელი მდგომარეობით. 

თეთრი სახლი აცხადებს, რომ თურქეთის სწრაფვა ევროკავშირისკენ არ უნდა გახდეს შემაფერხებელი ფაქტორი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების. რას ნიშნავს ეს განცხადება?

ეს ნიშნავს იმას, რომ არაფერ შუაში არ არის თურქეთის გაწევრიანება და არ გაწევრიანება შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან. 

მაშინ როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს ომი, თქვენი აზრით, რა გადაწყვეტილებას მიიღება ნატო უკრაინასთან დაკავშირებით?

ნატო იტყვის, რომ უკრაინას მიიღებენ ნატოში. იტყვიან რომ უკრაინა შევა ნატოში ოდესღაც მაპის გარეშე. ეს იქნება წახალისება. მაგრამ ეს არ აკონკრეტებს მიღების თარიღებს.  ეს გასაგები მიზეზით  ხდება, რადგან ქვეყანა რუსეთთან ომშია. 

ნატო არ აპირებს რუსეთთან ომს, ეხმარება უკრაინას, მაგრამ რატომ არ აპირებს ომს რუსეთთან, იმიტომ რომ ეს დასრულდება მთელი მსოფლიოს გადაბუგვით. შესაბამისად, სანამ  ომი არ მორჩება,  უკრაინას ნატოში არ მიიღებენ. ამას ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება. არ სჭირდება ამას სერიოზული ღრმა პოლიტიკის ცოდნა

უკრაინა გერმანიას პირდაპირ მოუწოდებს რომ შეწყვიტოს მათი ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგობა.

არამხოლოდ გერმანია, სხვებიც წინააღმდეგი არიან, უბრალოდ ამაზე არ ლაპარაკობენ ხმამაღლა.

მიზეზი, რატომ არ საუბრობენ ხმამაღლა?

აღიარებაა იმისი რომ, რეალურად უნდა თუ არ უნდათ, რუსეთის ფაქტორი ბლოკავს მის ნატოში გაწევრიანებას. უკრაინაში იმედია კარგად ხვდებიან, რომ ამ ეტაპზე მათი ნატოში ინტეგრაცია შეუძლებელია, მაგრამ გერმანიას როცა საყვედურობენ ამაზე, მეტ დახმარებას მისცემს, გერმანია სხვა რამეს მისცემს, შეიარაღებას მისცემს, ფინანსურ დახმარებას მისცემს, რომ გადაფაროს ეს უხერხულობა. ჩანს ამაზეა გათვლა.

იმ მოცემულობით, რაც უკრაინას აქვს ადამიანის უფლებების, უმცირესობის დაცვის, სასამართლოს, სამართლიანი არჩევნების მიმართულებით, რამდენად აკმაყოფილებს ევროკავშირისა და ნატოს პირობებს?

ნამდვილად. ნატო მაინც ჯერ სამხედრო ალიანსია... ძალიან წაადგება ისეთი პარტნიორი წევრი, როგორიც უკრაინაა. გამოცდილი ჯარით და ამხელა რესურსებით. და მიიღებდა კიდეც, რომ იყოს შესაძლებელი. ამ ეტაპზე შესაძლებელი არ არის. ომის დამთავრების შემდეგ, იმედი ვიქონიოთ უკრაინა გაყრის იქიდან რუსებს, ამის მერე მიიღებენ.   

ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზე განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატებიც ბლოკავს

რა თქმა უნდა ამერიკაც წინააღმდეგია, მარტო გერმანიაზე ნუ გადატყდება ჯოხი. 

ამერიკა წინააღმდეგია, გერმანია წინააღმდეგია, აქ სად არის საქართველოს ადგილი?

რაც შეეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, ეს უკიდურესად გართულდა 2008 წლის ომის შემდეგ. ის სტატუს-კვო რაც შეიქმნა ომის შემდეგ, რუსული ბაზების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე, ჯერჯერობით ეს სტატუს-კვო არ შეცვლილა. სანამ ჩვენ ტერიტორიაზე რუსული ბაზების სტატუს-კვო შენარჩუნებულია, ჩვენ ნატოში შესვლა უკიდურესად გართულებული გვაქვს. შესაბამისად საქართველოს ადგილი... შეიძლება არაფერი თქვან ჩვენზე, შეიძლება თქვან, კი კი ოდესღაც მივიღებთ და ეს ოდესღაც დადგება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოდან გავა რუსული ჯარი. ან მეორე ვარიანტია, აქ ჩადნეს ამერიკული სამხედრო ბაზა, რომელიც უზრუნველყოს ჩვენს უსაფრთხოებას. 

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა: პუტინმა ომი წამოიწყო, რადგან სურდა ნაკლები NATO და ის მიიღებს მეტ NATO-ს და ალიანსის ორ ახალ წევრს   და მიუხედავად ამ ყველაფრის თუ უკრაინას მაინც გაუღებენ ნატოს კარს?

არ გაუღებენ. იღებენ ფინეთს და შვედეთს. რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ნატო ფართოვდება ფინეთის და შვედეთის ხარჯზე. 

რუსეთისთვის უკრაინის მიღება ძალიან ცუდი იქნებოდა. ჩემი აზრით, უკრაინაში ნატოში ინტეგრაცია ძალიან საეჭვო პერსპექტივა იყო, ამის გამო რუსეთის მხრიდან ომის დაწყება იყო სიგიჟე, რომ შეჩერებინა უკრაინის ნატოში ინტეგრაცია. არ იღებდნენ უკრაინას ნატოში, მას შარშანაც ჰქონდა პრობლემები ომის დაწყებამდე, ყირიმი, დონბასი და ასე შემდეგ. თუნდაც ამ პრობლემის გამო რუსეთი ბლოკავდა, საკმაოდ ეფექტურად უკრაინის ნატოში ინტეგრაციის პროცესს. ისევ როგორც ბლოკავს ეფექტურად საქართველოს ინტეგრაციის პროცესს, იმიტომ რომ საოკუპაციო ბაზები აქვს. 

რა მოლოდინები გაქვს ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტიდან?

უკრაინას ეტყვიან რომ მაპის გარეშე შევა ნატოში. როგორც ვიცი ნატო - უკრაინის საბჭო უფრო მაღალი დონის გახდება. კონკრეტულად ვადებზე არაფერი იქნება. ვერ იქნება, შეუძლებელია. ყველაფერი დადის ომზე, რა მოხდება ბრძოლის ველზე, აქამდე დადის ყველაფერი.

ხომ არ ფიქრობ რომ ნატოს წევრი ქვეყნები ლიდერები პუტინის გავლენის ქვეშ არის, ასე ვთქვათ გარკვეული რევერანსებით..

პუტინის გავლენა არა, ომია რეალური პრობლემა პუტინო მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს ომი მიდის. უნდა დაელოდონ ომის დამთავრებას, იმედია უკრაინის გამარჯვებით და მერე ჩვენც გვეშველება რამე. 

ავტორი ირმა მესხია