საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ახალციხემ "მუსიკალურ შემოდგომა 2025"-ს უმასპინძლა.
კონცერტი ახალციხის ციხეზე გაიმართა, მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ ქართული ესტრადის მომღერლები.
ახალციხელებისა და ქალაქის სტუმრების განწყობაზე იზრუნეს თემურ თათარაშვილმა, მანანა თოდაძემ, რომა რცხილაძემ, თაკო გაჩეჩილაძემ, თამთა ჭელიძემ, დათუნა სირბილაძემ, მარიკა თხელიძემ, მარიამ მამისმედიშვილმა და ჯგუფმა „რეზო და ბავშვები“.