დასრულდა რაგბიში მსოფლიო თასის გათამაშება ქალთა ნაკრებ გუნდებს შორის.
ლონდონის გარეუბან ტვიკენჰემში, რაგბის უდიდეს სტადიონზე ინგლისში, მსოფლიო თასის ფინალურ შეხვედრაში ინგლისმა კანადა დაამარცხა და მესამედ გახდა მსოფლიო თასის მფლობელი.
ინგლისი - კანადა 33:13(21:8)
მესამე ადგილისთვის მატჩში ახალმა ზელანდიამ საფრანგეთი დაამარცხა.
ახალი ზელანდია - საფრანგეთი 42:26(26:7)
ფინალურ შეხვედრებამდე გამართული მატჩების შედეგები ასეთი იყო;
მეოთხედფინალები:
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 46:17
კანადა - ავსტრალია 46:5
საფრანგეთი - ირლანდია 18:13
ინგლისი - შოტლანდია 40:8
ნახევარფინალები:
ახალი ზელანდია - კანადა 19:34
საფრანგეთი - ინგლისი 17:34
მსოფლიო თასის გათამაშება 1991 წლიდან ტარდება. სულ გამართული 10 გათამაშებიდან ახალმა ზელანდიამ ექვსჯერ (1998, 2002, 2006, 2010, 2017, 2021) იზეიმა გამარჯვება, ინგლისმა სამჯერ (1994, 2014, 2025), ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი ერთხელ (1991)