ამერიკული კომპანია Starbucks-ის გენერალურმა დირექტორმა კევინ ჯონსონმა, კომპანიის თანამშრომლებს წერილები დაუგზავნა, სადაც კორპორაციაში მნიშვნელოვანი შემცირებების შესახებ არის საუბარი. Starbucks-ის პრესმდივანი აღნიშნავს, რომ კომპანიაში რესტრუქტურიზაცია დაიწყება, რომელიც შემცირებებს მოიცავს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

"ინოვაციების სიჩქარე უნდა გავზარდოთ, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის, რომლებიც ჩვენი პარტნიორების ინსპირაციის წყარო არიან და ჩვენი ბიზნესისთვისაც საგულისხმო ფაქტორს წარმოადგენენ. ამის მისაღწევად საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება და ვიმუშავებთ ისე, როგორც ჩვენი სფეროს ყველა ასპექტში მომუშავე ლიდერ კომპანიას შეეფერება", - წერს ჯონსონი.

კომპანიამ შემცირება ხელმძღვანელობაშიც გამოაცხადა, რაც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა დაიწყოს.