SilkTV-ის სპორტულ არხებზე Silk Sport 1; Silk Sport 2; Silk Sport 3, მათ შორის "სილქუნივერსალზე", ექსკლუზიურად ახალი სეზონიდან, 3 წლის მანძილზე სპორტის გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება თვალი მიადევნოს ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ახალ სეზონს.
ბევრს აინტერესებს როგორი იქნება ჩემპიონთა ლიგის ეს სეზონი, როგორ გაშუქდება და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება თითოეული მატჩი?
"მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მაყურებლის მოთხოვნა და საფეხბურთო სეზონისთვის კომპანია სილქნეტი საგანგებოდ მოემზადა. განაახლა სატელევიზიო პაკეტები, სპორტული არხები რამდენიმე თემატურ პაკეტად ჩამოაყალიბა, ხელმისაწვდომი გახადა ალტერნატიული გზით სპორტული არხების ტრანსლირება. თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია ის რომ "სილქუნივერსალი", რომელიც საქართველოს მასშტაბით უფასოდ მაუწყებლობს ციფრულ ქსელში, ყოველ სათამაშო დღეს (სამშაბათი-ოთხშაბათი), მინიმუმ 2 შეხვედრას პირდაპირი ტრანსლირებით, ხოლო სხვადასხვა მატჩს ჩანაწერით გაუშვებს ეთერში. ამის ვალდებულება გვაქვს, როგორც UEFA-ს, ისე ჩვენი მაყურებლის წინაშე. ასე რომ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, რომლებიც არ სარგებლობენ SilkTV-ის მომსახურებით, ხელმისაწვდომი იქნება ყველა ძირითადი თამაში." - განაცხადა SilkTV-ის გენერალურმა პროდუსერმა ბიძინა ბარათაშვილმა - "წლევანდელი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგა შეცვლილი ფორმატით მაუწყებლობს. ორი სათამაშო დროა გამოყოფილი: სამშაბათს და ოთხშაბათს 21:00 საათზე ერთდროულად დაიწყება ორი შეხვედრა. აქედან ერთი გადაიცემა "სილქუნივერსალზე", მეორე SilkSport1-ზე. იგივე ეხება ღამის ეთერს 23:00საათიდან: ერთი მატჩი აუცილებლად ნაჩვენები იქნება "სილქუნივერსალზე", დანარჩენი მონაცვლეობით SilkSport 2, SilkSport3".
SilkTV-ის აბონენტს 4 ლარიდან შეუძლია გაიაქტიუროს ის თემატური პაკეტი, რომელიც მოიცავს სპორტულ კონტენტს: "მიქსი 1" (8 არხი), მასში შედის Silk Sport 1, რომელიც მხოლოდ ფეხბურთის მატჩების ტრანსლაციას ახდენს და Setanta + და ასევე რეიტინგულ კინოარხებს მოიცავს. "მიქსი 2" (8 არხი), რომელშიც Silk Sport 2; Silk Sport 3 შევიდა; ასევე Setanta + და 5 კინოარხი.
SilkTV-ის თემატური "სპორტ ექსკლუზივი" თავს უყრის 10 სპორტულ არხს: სამივე Silk Sport არხი; Setanta და Setanta +; ასევე Eurosport HD; VIASAT Sport; არხები: Бокс ТВ; Матч! Планета; КХЛ. თემატური პაკეტის საფასური 7 ლარია.
ასევე, SilkTV-ი მომხმარებელს აძლებს საშუალებას, პაკეტის შეუცვლელად და თემატური სპორტული არხების გააქტიურების გარეშე, ერთი დღით 1 ლარად ჩაირთოს მისთვის სასურველ Silk Sport-ის ერთი არხი და ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღეებში (სამშაბათი-ოთხშაბათი) 24 საათით თვალი მიადევნოს ტრანსლაციას.
ვინც არ სარგებლობს ციფრული მაუწყებლით და არც SilkTV-ის ქსელშია ჩართული, შეუძლია აპლიკაცია ჩამოტვირთოს ნებისმიერ მოწყობილობაზე და თვეში 4 ლარად და თვალი ადევნოს სხვადასხვა ჟანრის არხს, მათ შორის Silk-ის სპორტულ არხებს და „სილქუნივერსალს".
სხვა ინტერნეტ ქსელის მომხმარებლებისთვის სილქნეტს შექმნილი აქვს პროდუქტი SILK TV ოპტიმა, რომლის დასაინსტალირებლად აუცილებელია პროვაიდერი გაწვდიდეთ მინიმუმ 3 მბ/წმ ინტერნეტ სიჩქარეს. დეკოდერის შეძენა შესაძლებელია სილქნეტის ნებისმიერ სერვის ცენტრში. ამ სერვისით თვეში 15 ლარად 58 არხი გაუაქტიურდება მსურველს, მათ შორის Silk-ის სპორტული არხები და Silk უნივერსალი - გადახვევა, დაპაუზების ფუნქციით.