ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის 20-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი დაფიქსირდა.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანი მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორგანიზაცია „მომავლის არჩევანი“ -ს დამკვირვებელი კომისიის საქმიანობაში ერეოდა, შესაბამისად მას საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.
„დამკვირვებლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, მთაწმინდის 20-ე საარჩევნო უბანზე საუბნო-საარჩევნო კომისიამ დაატოვებინა საარჩევნო უბანი დამკვირვებელს ორგანიზაციიდან „მომავლის არჩევანი“. ვინაიდან ის კომისიის საქმიანობაში ერეოდა“, - აღნიშნა ანი მიქელაძემ.