ქართველ მხატვარს, რეჟისორისა და მწერალს, რეზო გაბრიაძეს დღეს დაკრძალავენ. გამოსვენება ანჩისხატის ტაძრიდან 13:00 საათისთვის იგეგმება. მას მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. რეზო გაბრიაძის სახსოვრად კი, მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც მასთან პოზნერმა 2021 წელს ჩაწერა.
"რა არის თქვენთვის წარსული?" - ეკითხება გაბრიაძეს პოზნერი. "როგორც აღმოჩნდა, წარსული ჩემთვის სიცოცხლეა. მე იქ ვცხოვრობ, მოგონებებში. ისინი ჩემთვის ძვირფასია და მე იქ თავს კარგად ვგრძნობ. მე იქ მყუდროდ ვარ. ეს მსოფლიო ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან იცვლება. ადამიანი გარეგნულადაც სხვანაირი გახდა. სად წავიდა ის პალტო, რომელიც ადამიანს აერთიანებდა. ახლა სარდელივით, ადამიანი ორი ნაწილისგან შედგება - ქურთუკი და შარვალი. და ძალიან საცოდავი გახდა შესახედავად", - პასუხობს მას გაბრიაძე.   რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდები მის მიერ დაარსებულ მარიონეტების სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობდა.  რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.