საფრანგეთის ლიგა 2-ში მეთხუთმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ სახლში „ნანსი“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა.
მასპინძელთაგან პირველი გოლი 27 წუთზე ირვინ კარდონამ ზურიკო დავითაშვილის (FLASHSCORE - 7.4) გადაცემის შემდეგ გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონის 13 მატჩში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.




