საფრანგეთის ლიგა 2-ში მესამე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს
ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად მოექცა ზურიკო დავითაშვილის „სენ-ეტიენი“.
ზურიკო დავითაშვილმა (flashscore - 7.9) 29-ე წუთზე ტრავმირებული იაკობ ბრეუმი შეცვალა. მან სტუმრების კარში მეოთხე გოლი გაიტანა.
„სენტ-ეტიენი" - „გრენობლი" 4:0(3:0)
13' არონ ჩონგვაი 1:0, 17' თერნო ბალო 2:0, 45+3' ირვინ კარდონა 3:0, 82' ზურიკო დავითაშვილი 4:0
გიორგი აბუაშვილის „მეცმა“ სახლში „ლავალთან“ 1:1 ითამაშა.
გიორგი აბუაშვილი (flashscore - 7.9) 86-ე წუთზე შეცვალეს.
„მეცი“ - „ლავალი“ 1:1(0:0)
გოლები: 49' ჯულიენ მაჯოტი, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 79' პაპე მუსა ფალი 1:1
გაძევება იდრის მოჰამედი („მეცი“, მეორე ყვითელი)




