საფრანგეთის ლიგა 2-ში ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა.

ზურიკო დავითაშვილის „სენ-ეტიენმა“ სახლში „ამიენი“ 5:0 გაანადგურა. ზურიკო დავითაშვილი (Flashscore - 8,3) მინდორზე 56-ე წუთზე შევიდა და თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

გამარჯვების მიუხედავად „სენტ-ეტიენის“ ლიგა 1-ში დაბრუნება სათუოა პლეი-ოფის გავლის გარეშე, რადგან უშუალო ადგილისთვის ბრძოლაში „ბასტიას“ გასვლაზე მატჩში, სავარაუდოდ, მოგება ჩაეთვლება. მსაჯმა შეხვედრა 0:2-ზე ბოლო წამებზე შეწყვიტა მინდორზე მასპინძელთა გულშემატკივრების მიერ პეტარდების სროლის გამო და გუნდები უკვე ნახევარ საათზე მეტია, რაც გასახდელში ელოდებიან საბოლოო გადაწყვეტილებას.