დღეს, საბერძნეთის ქალაქ კოსტა-ნავარონიში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 144-ე კონგრესზე, ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. 

2004 და 2008 წლების ოლიმპიური ჩემპიონი 200 მეტრზე ზურგზე ცურვაში და ზიმბაბვეს სპორტის მინისტრი, 41 წლის კირსტი კოვენტრი რომელიც არჩევნებში მონაწილე შვიდი კანდიდატიდან ერთადერთი ქალი იყო, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს. 

კირსტი კოვენტრი ამ პოსტზე გერმანელ ტომას ბახს შეცვლის. ეს უკანასკნელი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი 2013 წლიდან იყო და მისი უფლებამოსილების ვადა 23 ივნისს იწურება. 

არჩევნებში მონაწილეობდნენ:
 
ესპანელი ხუან ანტონიო სამარანჩი-უმცროსი, IOC მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი;
ბრიტანელი სებასტიან კოუ, მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი;
იაპონელი ვატანაბე მორინარი, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი;  
იორდანიის პრინცი ფეისალ ალ-ჰუსეინი;
ფრანგი დევიდ ლაპარტიენტი, ველოსიპედის საერთაშორისო კავშირის (UCI) პრეზიდენტი;  
შვედი იოჰან ელიაში, სათხილამურო და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი;
ზიმბაბველი კირსტი კოვენტრი, IOC სპორტსმენთა კომისიის პრეზიდენტი და 2032 წლის ზაფხულის თამაშების საკოორდინაციო ორგანოს ხელმძღვანელი.

კირსტი კოვენტრი მხოლოდ ერთი რაუნდი დასჭირდა პოსტის მოსაპოვებლად.



  
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტები იყვნენ:

1894–1896 დემეტრე ვიკელასი (საბერძნეთ)
1896–1925 პიერ დე კუბერტენი (საფრანგეთი)
1925–1942 ანრი დე ბაილე-ლატური (ბელგია)
1942–1952 ზიგფრიდ ედსტრომი (შვედეთი)
1952–1972 ევერი ბრუნდიჯი (აშშ)
1972–1980 მაიკლ კილანინი (ირლანდია)
1980–2001 ხუან ანტონიო სამარანჩი (ესპანეთი)
2001–2013 ჟაკ როგი (ბელგია)
2013–2025 თომას ბახი (გერმანია)

კირსტი კოვენტრი პრეზიდენტი რვა წელი იქნება და შემდეგ მისი გადარჩევა შესაძლებელია ერთი ოთხწლიანი ვადით.