დღეს, ტაილანდში, ძალოსნობაში მსოფლიო თასზე, +81 კგ წონითი კატეგორიის ქალები და 109 კგ წონითი კატეგორიის კაცები ასპარეზობდნენ.

ქალთა +81 კგ წონით კატეგორიაში ანასტასია გოტფირდი მხოლოდ აწონვაზე გამოცხადდა პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო სისტემით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნა შეასრულა, შეჯიბრებაში კი მონაწილეობა არ მიუღია.

სხვა სპორტსმენთა ასპარეზობის შედეგად გაირკვა, რომ ანასტასია გოტფირდი სალიცენზიო რეიტინგში მე-14 ადგილზე დარჩა, თუმცა მას აქვს შანსი, რომ ოლიმპიურ თამაშებზე კონტინენტალური კვოტით მოხვდეს.

109 კგ წონაში ზაზა ლომთაძემ ატაცში 170 კგ, აკვრაში კი 209 კგ დასძლია და 379 კგ-ით ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სულ 120 ძალოსანი იასპარეზებს. მედლები ქალთა 49-59-71-81 და +81კგ და კაცთა 61-73-89-102 და +102 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება. ლიცენზიები ყოველ წონაში 10 საუკეთესო შედეგს მქონეს, აგრეთვე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს და ერთიც კონტინენტალური კვოტით საუკეთესო სპორტსმენად მიჩნეულს გადაეცემა. თითოეულ ოლიმპიურ კომიტეტს მაქსიმუმ ექვსი ლიცენზიის (სამი ქალთა და სამი კაცთა შორის) მიღება შეუძლია.

საქართველოდან, კაცთა შორის, ლიცენზიები შოთა მიშველიძეს, ირაკლი ჩხეიძეს და ლაშა ტალახაძეს აქვთ.