სან-ფრანცისკოში B ჯგუფში მყოფი ყატარის და შვეიცარიის ნაკრების გუნდების შეხვედრა დასრულდა. 

შვეიცარიელთა უდიდესი უპირატესაობის მიუხედავად მათ მხოლოდ ერთი გოლი გატანა შეძლეს და ისიც თერთმეტმეტრიანიდან, რომელიც მსაჯმა ყატარელთა კარში მე-14 წუთზე დანიშნა და, ვიდეორეფერიზე თამაშგარე მდგომარეობის გადამოწმების შემდეგ, მე-17 წუთზე ბრელ ემბოლომ გაიტანა.

თავის მხრივ, ყატარმა, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში თავს იცავდა კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე გოლის გატანა და შეხვედრის ფრედ დამთავრება შეძლო.

ყატარი - შვეიცარია 1:1(0:1)
გოლი: 17' ბრელ ემბოლო, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 90+5' ბუალიმ ხუხი 1:1

ყატარმა წინა მსოფლიო ჩემპიონატზე სახლში სამიდან სამივე შეხვედრა წააგო, ამჯერად კი პირველივე შეხვედრაში შეძლო ქულის მოპოვება.