დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გადასასვლელი პლეი-ოფის მეორე დღის პირველი შეხვედრა.

ბაქოში, „ტოფიკ ბახრამოვზე“, „ყარაბაღმა“, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე სენსაციურად წარმატებულად იასპარეზა და უეფასგან საკუთარი ბიუჯეტი უკვე 30 მილიონ ევროზე მეტით შეავსო, მერვედფინალში გადასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში „ნიუკასლს“ უმასპინძლა.

სტუმრებმა შეხვედრის უკვე მე-3 წუთზე გახსნეს ანგარიში და ასეთი არასასიამოვნო დასაწყისით გაწბილებულ მასპინძლებს პირველ ტაიმში კიდევ ოთხი გოლი გაუტანეს.

მეორე ნახევრის მე-11 წუთზე „ყარაბაღმა“ ერთი გოლი გაქვითა, შემდეგ კი სტუმრებს ერთადერთხელ ვერ შეუშალა ხელი გოლის გატანაში და 1:6 დამარცხდა.

„ყარაბაღი“ - „ნიუკასლი“ 1:6(0:5)
გოლები: 2' ენტონი გორდონი 0:1 32' ენტონი გორდონი, თერთმეტმეტრიანიდან 0:3, 33' და 45+1' ენტონი გორდონი 0;4 და 0:5, 56' ელვინ ჯაფარგულიევი 1:5, 72' ჯეიკობ მერფი 1:6