ესპანეთის ლა ლიგაში და ავსტრიის და გერმანიის ბუნდესლიგაში მორიგი მატჩებში ითამაშეს საქართველო ნაკრების ფეხბურთელებმა
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ გასვლაზე „ხეტაფესთან“ წააგო. გიორგი მიქაუტაძე (Flashscore - 7,1) მინდორზე 65-ე წუთზე შევიდა და 76-ე წუთზე გოლიც გაიტანა, მაგრამ წაგებისგან თავის დასაღწევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ გასვლაზე „ტიროლთან“ 0:1 დამარცხდა. ოთარ კიტეიშვილი 42-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს, გიზო მამაგეიშვილს კი არ უთამაშია.

გერმანიის ბუნდესლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ „უნიონ ბერლინი“ 3:2 დაამარცხა და მეცხრე ადგილზე აინაცვლა. გიორგი გოჩოლეიშვილი (Flashscore - 7,4) მინდორზე 74-ე წუთზე შევიდა.





