ესპანეთის ლა ლიგაში ოცდამეთოთხმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ „ლევანტეს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით გუნდმა ოთხეულში მოხვედრა და მომავალ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გაინაღდა.
„ვილიარეალს“ ასევე აქვს შანსი მესამე ადგილი შეინარჩუნოს და 2008 წლის შემდეგ პირველად შეძლოს საპრიზო ადგილზე გასვლა.
გიორგი მიქაუტაძე (Flashscore - 8,9) მინდორზე 74-ე წუთამდე იყო. მან დუბლი შეასრულა და 11 გატანილი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირთა სიის სათავეში მოექცა.
„ვილიარეალი“ - „ლევანტე“ 5:1(1:0)
გოლები: 38' გიორგი მიქაუტაძე 1:0, 51' კარლოს ესპი 1:1, 62' მოლეირო 2:1, 68' გიორგი მიქაუტაძე 3:1, 87' ტეიჯონ ბიუკონენი 4:1, 90' ნიკოლას პეპე 5:1





