საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, ძიუდოში შექმნილი ვითარების განმუხტვა საქართველოს პრემიერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან სთხოვა, სადაც ძიუდოისტებმა აქცია გამართეს.

"ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა იქნება, ქვეყნის პირველი პირი, გიორგი კვირიკაშვილი დაინტერესდეს, მოგვაქციოს ყურადღება და გაიაროს ჩვენთან ერთად ეს პრობლემები. ავუხსნათ მას, დავსხდეთ მასთან ერთად და საქმის კურსში ჩავაყენოთ, თითოეული დეტალი ავუხსნათ, თუ რას ვითხოვთ ჩვენ და რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ძიუდოისტები უკვე 21-ე დღეა, რაც საპროტესტო აქციებს მართავენ და დავით ქევხიშვილის გადადგომამდე, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.