შანხაიში დასრულდა ჩოგბურთელთა 1000-იანი ტურნირი.
შანხაის მასტერსის ფინალში ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ დეიდაშვილები - 30 წლის არტურ რინდერკნეხი (საფრანგეთი) და 26 წლის ვალენტინ ვაშერო (მონაკო).
ვალენტინ ვაშერომ, რომელიც ტურნირის დაწყების წინ მსოფლიო რეიტინგში 204-ე იყო, რეიტინგში მასზე ბევრად წინ მყოფ დეიდაშვილს 4:6, 6:3, 6:3 სძლია და მასტერსის მომგები მსოფლიოში ყველაზე დაბალრეიტინგიანი სპორტსმენი გახდა.
ფინალამდე ვალენტიმ ვაშერომ საკვალიფიკაციო წრეში მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ სერბი ლასლო ჯერე, ყაზახი ალექსანდრე ბუბლიკი, ჩეხი ტომაშ მახაჩი, ნიდერლანდელი ტალონ გრინკსპური, დანიელი ჰოლგერ რუნე და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, არტურ რინდერკნეხმა კი სერბი ჰამად მეჯედოვიჩი, ამერიკელი ალექს მიხელსენი, გერმანელი ანდრეი ზვერევი, ჩეხი ირჟი ლეჰეჩკა, კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმე და ჩოგბურთის ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე რუსი დანილ მედვედევი
შანხაის მასტერსზე გამარჯვების შემდეგ ვალენტინ ვაშერომ მსოფლიო რეიტინგში მე-40 ადგილზე გადაინაცვლა, არტურ რინდერკნეხმა კი 54-ე ადგილიდან 28-ე ადგილზე.