საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს გამართავს უკრაინის ნაკრებთან.
„ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ამ მატჩისთვის სასტარტო შემდგენლობა დაასახელა:
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (კაპ), ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ქოჩორაშვილი, ნ. გაგნიძე, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, აზაროვი, კვერნაძე, მიქაუტაძე.
უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტ და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.




