ამის შესახებ შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის წილისყრის შემდეგ გახდა ცნობილი  

უეფა ერთა  B ლიგაში დასარჩენად საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ოთხი სავარაუდო ნაკრებიდან წილისყრამ საქართველო სომხეთთან დააწყვილა.

პლეი ოფის შეხვედრები 20 და 23 მარტს ჩატარდება.

ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული მომავალ გათამაშებაში B ლიგაში იასპარეზებს, დამარცხებული კი C ლიგაში. სომხეთთან პირველ შეხვედრას გაფრთხილებების გამო გამოტოვებენ გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია.  

წილისყრის შედეგად ასევე გაირკვა ერთი ლიგის თასისთვის მებრძოლი 4 მეოთხედფინალური წყვილი და ლიგიდა ლიგაში გადასასვლილ პლეი ოფების წყვილები.

უეფას ერთი ლიგის თასის მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:
დანია - პორტუგალია
იტალია - გერმანია
ხორვატია - საფრანგეთი
ნიდერლანდები - ესპანეთი

A ლიგა / B ლიგა
თურქეთი-უნგრეთი
უკრაინა-ბელგია
ავსტრია-სერბეთი
საბერძნეთი-შოტლანდია

B ლიგა / C ლიგა
სომხეთი-საქართველო
კოსოვო-ისლანდია
სლოვაკეთი-სლოვენია
ბულგარეთი-ირლანდია

C ლიგა / D ლიგა
გიბრალტარი-ლატვია
მალტა-ლუქსემბურგი

საქართველო  და სომხეთი 2020 წელს ერთად  ასპარეზობდნენ უეფას ერთა ლიგის C-2 ჯგუფში. მათი პირველი შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, პოლონეთი გაიმართა და ფრედ, 2:2 დასრულდა. მეორე შეხვედრაში კი სომხეთმა საქართველო თბილისში 2:1 დაამარცხა. ჯგუფური ტურნირი მაშინ 11 ქულით სომხეთმა მოიგო, მეორე  ადგილზე 9 ქულით ჩრდილოეთ მაკედონია გავიდა, მესამე საქართველო იყო 7 ქულით, მეოთხე ადგილი კი 3 ქულით ესტონეთმა დაიკავა.

სომხეთის და საქართველოს გუნდების ყველა შეხვედრა:
20 მარტი 1997, თბილისი საქართველო - სომხეთი 7:0
6 თებერვალი 2000, ლიმასოლი საქართველო - სომხეთი 2:1
26 აპრილი 2000, ერევანი, სომხეთი - საქართველო 0:0
21 თებერვალი 2004, ნიქოზია, საქართველო - სომხეთი 0:2
9 თებერვალი 2011, ლიმასოლი საქართველო - სომხეთი 2:1
11 ოქტომბერი 2020, ტიხი, სომხეთი - საქართველო 2:2
15 ნოემბერი 2020, თბილისი საქართველო - სომხეთი 1:2

მასალა განახლებულია.