შვეიცარიის ქალაქ ნიონში წილისყრამ უეფას ჩემპიონთა ლიგის და ლიგა ევროპის მერვედფინალის მონაწილეები დააწყვილა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება.
პარი სენ-ჟერმენი – ჩელსი
გალათასარაი – ლივერპული
რეალი – მანჩესტერ სიტი
ატალანტა – ბაიერნი
ნიუკასლი – ბარსელონა
ატლეტიკო – ტოტენჰემი
ბოდო გლიმტი – სპორტინგი
ლევერკუზენი – არსენალი
მეოთხედფინალში პირველ წყვილში გამარჯვებული მეორე წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, მესამე წყვილში გამარჯვებული მეოთხე წყვილში გამარჯვებულს და ა.შ. ფინალში პირველი და მეორე ოთხეული წყვილებიდან საუკეთესოები შეხვდებიან ერთმანეთს.
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩები 10 და 11 მარტს გაიმართება, განმეორებითი კი ერთი კვირის შემდეგ.




