ხორვატიის დედაქალაქში მოჭიდავეთა სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს.

შეჯიბრების მეორე დღეს საჭიდაო ხალიჩებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე 79-92-97-125კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები გავიდნენ, გუშინ საღამოს კი 57-61-65-70-74-86კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეებმა საპრიზო ადგილებისთვის შეხვედრები გამართეს. 

70 კგ წონაში აკაკი ქემერტელიძემ ოქროს მედლისთვის ირანელ მაჰდი ჰალილთან 0:10 დამარცხდა

მეოთხედფინალურ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონ ვალენსიასთან აშკარა უპირატესობით გამარჯვებული  ვლადიმერ გამყრელიძე 86 კგ წონითი კატეგორიის ფინალური შეხვედრაში ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ამერიკელმა პარკერ ჯამეს კეკეისენმა, რომელიც შეხვედრის დამთავრებამდე 1 წუთით ადრე 3:1-ს იგებდა და დათმობილ ქულასთან ერთად ქულა მსაჯებისგან თავადაც მიიღო ქართული მხარის კიდევ ერთი ქულის დამატებასთან დაკავშირებით გასაჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო, შეძლო შეხვედრის ბოლომდე გაძლება და 4:3 გაიმარჯვა.  

65 კგ წონაში ნიკა ზაქაშვილი რეპეშაჟში გამარჯვების შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უნგრელ გამზაგაჯი ხალიდოვი 11:6 დაამარცხა.

70 კგ წონაში გიორგი ელბაქიძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ირანელ ალიაკბარ ალიასღარ ფაზლიხალილისთან 0:10 წააგო. 

დღეს 79 კგ წონაში ოთარ ადეიშვილმა საკვალიფიკაციო წრეში ლუკა ჩხიტუნიძეს 2:1 მოუგო, მეოთხედფინალში ავსტრიელ მუჰამედ ბეკტემიროვს 7:2 სძლია, ნახევარფინალში კი ფრანგ ზელიმხან ხაჯიევთან 1:10 წააგო.

ოთარ ადეიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ირანელ ადელ ჰასან პანაეიანს შეხვდება.

97 კგ წონაში ანდრო მარგიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიელი ბენჟამენ გრაილი 5:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდი მოასპარეზე ბელარუსი იაროსლავ სლავიკოვსკის 7:0 სძლია, ნახევარფინალში კი ირანელ ჰასან იაზდანიჩარატისთნ 4:14 დამარცხდა.

ანდო მარგიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის უნგრელ რიჩარდ ვეგთან იჭიდავებს. მას რეპეშაჟში საკვალიფიკაციო ეტაპზე ირანელ მოჭიდავესთან 0:11-ზე დამარცხებულ მერაბ სულეიმანიშვილთან გამარჯვება ჩაეთვალა.

92კგ წონაში შვიდი მოჭიდავე ასპარეზობდა. ორად გაყოფილი მონაწილეებიდან ოთკაციან ჯგუფში მოხვედრილმა ზაურ ბერაძემ ორი შეხვედრა წააგო, ერთი მოიგო, მესამე ადგილზე გავიდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

125 კგ წონაში ალექსანდრე აბრამიშვილი მეოთხედფინალში პოლონელ კამილ ტომაშ კოსციოლეკთან 1:12 დამარცხდა.