დღეს ტოკიოში ძიუდოისტები გრანდ სლემის ტურნირზე ჩაებნენ ასპარეზობაში

შეჯიბრების პირველ დღეს ტატამზე 57-70 და +78 კგ წონითი კატეგორიების ქალები და 73-81-90 კგ წონითი კატეგორიების კაცები გამოდიან.

90 კგ წონაში ლუკა მაისურაძემ (N1) მეორე რაუნდში იპონით სძლია ისრაელელ გაი გურევიჩს (N63), მესამე რაუნდში შვედი მარკუს ნიმანი (N20) ოქროს დროში ვაზარით დაამარცხა, პულის ფინალში კი ყირგიზ ერლან შეროვს (N12) შიდოებით მოუგო. ნახევარფინალში ლუკა მაისურაძემ კორეელ დონ გვაკი (N94) ოქროს დროის მე-6 წუთზე შებოჭა.

ლუკა მაისურაძე ტოკიოს გრანდ სლემის ოქროს მედლისთვის იაპონელ სანშირო მურაოსთან (N3) იჭიდავებს.

57კგ წონაში ეთერ ლიპარტელიანმა (N8) პირველ რაუნდში არაბთა გაერიანებული სამიროების წარმომადგენელ მაითა მოჰამედს (N245) იპონით მოუგო, მეორეში რაუნდში გუამელი მარია ესკანო (N174) შებოჭა, მესამე რაუნდში ისრაელელ ტიმნა ნელსონ ლევის (N9) იპონით მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე კანადელი ქრისტა დეგუჩი (N1) იყო. შეხვედრა კანადელმა ძიუდოისტმა 33 წამში მოიგო იპონით.

ეთერ ლიპარტელიანი ტოკიოს გრანდ სლემის ბრინჯაოს მედლისთვის  ტაივანელ ჩენ-ლინ ლიენთან (N16) იჭიდავებს.

73კგ წონაში გიორგი ტერაშვილმა (N19) პირველ რაუნდში  გერმანელი იანო რუბო (N79) ოქროს დროში შიდოებით, მეორე რაუნდში ოქროს დროში ვაზარით მოუგო ყახახ ნარკულოვს (N62), მესამეში კანადელ არტურ მარგელიდონს (N11) იპონით მოუგო, პულის ფინალში კი უზბეკ მუჯონ იულდოშევს (N2) ოქროს დროში ვაზარით მოუგო.

ნახევარფინალში გიორგი ტერაშვილი იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან (N3) ვაზარით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის კორეელი ინკიულ ლისთან (N72) იჭიდავებს.

+78კგ წონაში სოფიო სომხიშვილმა (N20) პირველი რაუნდის შეხვედრა ოქროს დროში შიდოებით წააგო კორეელ სეტბიოლ პარკთან (N57).

73 კგ წონაში ლაშა შავდათუაშვილმა (N5) მე-2 რაუნდში შიდოებით დამარცხდა ტაჯიკ ბეჰრუზი ხოჯაზოდასთან (N14).

81 კგ წონაში ალექსანდრე ლოლაძემ (N79) მეორე რაუნდში მოლდაველ მიჰაილ ლატიშევთან (N26) ოქროს დროში ვაზარით წააგო.

90 კგ წონაში ლუკა ბაბუციძე (ურეიტინგო) მეორე რაუნდში არაბთა გაერთიანებულ საამიროელ არამ გრიგორიანთან (N31) ვაზარით დამარცხდა.