თენგიზ სულაქველიძე: დღეს ესპანეთის გასვლას ვფიქრობ, ხვალ - გერმანიის

1624884070
ვეტერანი ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე მიიჩნევს, რომ ევრო 2020-ის დღევანდელ დაპირისპირებაში ესპანეთი მოუგებს გერმანიას, ხოლო ხვალ ფავორიტი გერმანიაა.
ამის შესახებ თენგიზ სულაქველიძემ "აიპრესთან" ისაუბრა, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.
დარჩენილია განსაკუთრებით საინყერესო ორი მერვედფინალური წყვილი ესპანეთი-ხორვატია და გერმანია-ინგლისი. რას ფიქრობთ ამ მატჩებზე?
მე მგონი გერმანია უნდა გავიდეს მეოთხედფინალში და ესპანეთის გასვლასაც ვფიქრობ. ასე ვფიქრობ, მაგრამ ფეხბურთი ისეთი რამეა, რომ ძნელი გამოსაცნობია. მე საერთოდ გერმანიას ვგულშემატკივრობ და მინდა, რომ გერმანიამ მოიგოს. თუ მოხდება, კარგი იქნება.
მოწინააღმდეგეთა ბანკებში ვყოფილვართ, მე იტალიას ვქომაგობ.
კარგი ფინალი იქნება იტალია-გერმანია.
შეგახსენებთ, დღეს 20:00 საათზე ესპანეთი-ხორვატიის დაპირისპირებაა, ხოლო 23:00-ზე საფრანგეთი-შვეიცარია. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ხვალ 20:00-ზე ინგლისი-გერმანია, ხოლო 23:00-ზე შვედეთი-უკრაინა.
ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი