ასეთი შეფასება სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ფრაქციის „სამოქალაქო კონტრაქტის“ წევრმა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა კონცერტის დაწყებამდე, თავისი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში გააკეთა.
კონცერტი, რომელსაც დაახლოებით 24 000 მაყურებელი დაესწრება (14 000 ადგილი, 10 000 ფეხზე მდგომი), ქმნის 10 071 320 დოლარის დამატებით ღირებულებას. ეს თანხა მოიცავს ბილეთების გაყიდვიდან მიღებულ 3 891 320 დოლარს (15 000 ტურისტი და 9 000 ადგილობრივი), ტურისტული ხარჯებიდან მიღებულ 6 000 000 დოლარს (თითოეული 400 დოლარი) და ადგილობრივი ხარჯებიდან მიღებულ 180 000 დოლარს (თითოეული 20 დოლარი). 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის გამოკლების შემდეგ, წმინდა მოგება 4,071,320 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ინვესტიციის ანაზღაურება (ROI) - 67.86%-ს. გარდა ამისა, კონცერტი სომხეთს 2, მილიონ აშშ დოლარს მოუტანს ყურადღების მიპყრობის, ტურიზმის სტიმულირებისა და საერთაშორისო აღიარების გზით. ანალიზი ჩატარდა xAI-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის, Grok-ის გამოყენებით.
„ეს კონცერტი აჩვენებს, რომ სომხეთის მთავრობის ინვესტიცია არა მხოლოდ ფინანსურად მოგებიანია, არამედ სტრატეგიული ნაბიჯია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“, - დაწერა არსენ ტოროსიანმა.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის პოსტში გაკეთებული შეფასება კომენტატორთა დიდმა ნაწილმა არ გაიზიარა:
თუ მთავრობას ამდენი ფული აქვს, რატომ არის რესპუბლიკაში დახურვის პირას 232 სკოლა?
შეგიძლიათ გულწრფელად და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე უპასუხოთ ერთ კითხვას: „ვის ჯიბეში წავა ბილეთის ფული, ორგანიზატორი მხარის თუ სახელმწიფოს?
არსენ, როგორ ახსნი, რომ ჯენიფერი სომხეთში ჩამოდის ყაზახეთიდან ჩამოდის, სადაც სახელმწიფოს კონცერტისთვის რაიმე თანხა არ გამოუყვია, ეს სუფთა კომერციული პროექტი იყო, ასტანაში 25 000 ადამიანი ესწრებოდა კონცერტს, მათგან 15 000 ტურისტი იყო და ბილეთების ფასები ერევნის კონცერტის ბილეთების ფასებს შეესაბამება.
რაღაც არ არის გასაგები, ძმაო, - წერენ კომენტარებში სომხეთის მოქალაქეები.
კონცერტისთვის სომხეთის მთავრობას 6 მილიონი დოლარი ჰქონდა გამოყოფილი. მიმოიხილავდა რა კონცერტის ორგანიზების ბიუჯეტს, სომხური პრესა წერდა, რომ ძალიან საეჭვო იყო ხარჯების მიზანშეწონილობა და მოცულობა და კონკრეტულ ხარჯებს და კონკრეტულ რიცხვებს ასახელებდა:
37 000 დოლარი ჯენიფერ ლოპესის ვახშმისთვის;
15 000 დოლარი კონცერტის პროგრამის პროდიუსერისთვის;
1 მილიარდ დრამი, ანუ 2.5 მილიონ დოლარზე მეტი ჯენიფერ ლოპეს;
14.4 მილიონი დრამი, ანუ 37 000 აშშ დოლარი კვების ხარჯები (6 მილიონი დრამი გამოიყო ლოპესისგუნდის საკვებზე, ხოლო 3.8 მილიონი დრამი ვიზაჟისტებისთვის);
ორი დღის განმავლობაში ჯენიფერ ლოპესის სასტუმრო „დვინში“ დაბინავების ხარჯები ~4 მილიონი დრამი;
ჯენიფერ ლოპესის და მისი დამხმარე გუნდის ერევნის სხვადასხვა სასტუმროში განთავსების ხარჯი ~71.5 მილიონ დრამი ანუ 185 ათასი აშშ დოლარი;
კონცერტის აღმასრულებელი პროდიუსერი - 2.5 მილიონი დრამი;
კონცერტის პროგრამის პროდიუსერი - 5.8 მილიონი დრამი;
კონცერტის ტექნიკური დირექტორი - 29.4 მილიონი დრამი;
შესყიდვებთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებისთვის - 6 მილიონი დრამი;
იურიდიული კონსულტაციისთვის - 4,4 მილიონი დრამი;
ბუღალტრული მომსახურებისთვის - 4,4 მილიონი დრამი; .
არტისტის ადმინისტრატორი - 1 მილიონ 320 ათასი დრამი;
კონცერტის ტრანსპორტის მენეჯერი - 2,5 მილიონი დრამი;
კვების მენეჯერი - 2,3 მილიონი დრამი;
„ოპერაციების მენეჯერი“ - 3,5 მილიონ დრამი;
გენერატორის მენეჯერი - 3 მილიონ დრამი.
ავტომობილის დაქირავება და მგზავრების გადაყვანა - 8,5 მილიონი დრამი.
ჯენიფერ ლოპესი კონცერტი ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე ამ წუთებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს. კონცერტი დაგვიანებით, სიმღერით, On the floor დაიწყო. მის პირველ ნახევარში მაყურებელი დიჯეებმა „გახურეს“. შემდეგ სცენაზე ჯენიფერ ლოპესი გამოვიდა და მაყურებელს სომხურად მიმართა: „სომხებო, ძვირფასებო!“ შეიძლება ითქვას, რომ სტადიონი ლოპესის სცენაზე გამოსვლის პირველივე წამებიდან აფეთქდა მაყურებლის ყიჟინისგან.