თამაზ კირაკოზაშვილი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.
თამაზ კირაკოზაშვილი ევროპის ჩემპიონი 73 კგ წონით კატეგორიაში გახდა, რომელიც ოთხი შეხვედრის მოგების შემდეგ ფინალში გავიდა. იქ კი სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი კაციაშვილმა, ხოლო თორნიკე ნაგლიაშვილმა ბრინჯაოს მედალი -60კგ-ში ირგუნა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ ობერვარტში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დღეს ვაჟები კიდევ 4 წონაში -81კგ, -90კგ, -100კგ და +100კგ-ში იასპარეზებენ. ტატამზე საქართველოს ნაკრების 5 წევრი გავა.