სასტუმრო რადისონში მიმდინარეობს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები.
არჩევნების კენჭისყრის ფორმატზე ვერ შეთანხმდნენ. დელეგატთა ნაწილს ფარული კენჭისყრა სურდა, ზოგ ნაწილს კი ღია.
საბოლოოდ კანდიდატები ფარულ კენჭისყრაზე შეთანხმდნენ. მანამდე კი დელეგატებს ვეტერანმა მოჭიდავემ, ლუკა კურტანიძემ მიმართა.
"ერთი რამ მინდა გთხოვოთ ყველას, რომ მოგვეცით იმის უფლება, თავისუფლად ავირჩიოთ, არჩევნები ჩატარდეს 3 კანდიდატს შორის, ისე, როგორც ტარდება, ჩეულებრივ, ცივილიზებულ ქვეყანაში, თუ ჩვენ ახალი მეთოდი შემოგვაქვს, მე როგორც მსოფლიო ჩემპიონი, ძალიან გთხოვთ პრეზიდიუმიდან ამომიღეთ და მე ამ არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობას", - განაცხადა კურტანიძემ.
არჩევნებში მონაწილეობას 74 დელეგატი მიიღებს. დელეგატებს 3 კანდიდატს შორის, მანუჩარ კვირკველიას, ესტატე გოგლიჩიძესა და გეგა გეგეშიძეს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.
ცნობისთვის, არჩევნები 13:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.