საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წალენჯიხის 24 - საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. პროექტის ღირებულება 25 მილიონი ლარია.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, უკვე შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, წყალმომარაგების 85 კმ ქსელის, სქურის მაგისტრ ალური მილსადენის, ზღვაიას უბნის ჭაბურღილის, 100 მ 3 წყალმიმღებისა და სარეზერვო ჭაბურღილების მოწყობა.
გარდა ამისა, აშენდება ხუთი საქლორატორო, სქურის სათავე ნაგებობა და საფილტრი სადგური. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2026 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
სამუშაოების დასრულების შედეგად, წალენჯიხაში მცხოვრები 6 250-მდე ადამიანი 24 - საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.