პარიზის ოლიმპიადაზე ბრძოლის შემდეგ ტატო გრიგალაშვილმა კომენტარი გააკეთა: 

„მე და ჩემი გუნდი მზად ვიყავით გამარჯვებისთვის. ოლიმპიურ ოქრომდე, საოცნებო მიზნამდე ცოტა დაგვაკლდა. ძალიან საწყენია. ბევრისთვის აქ მოხვედრაა საოცნებო მაგრამ… ჩემს მედალს რაღაც აკლია, ფერი აკლია…“

პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ქართული მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა. იგი 81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელ ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.