პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა 81 კგ წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილების მფლობელები გამოვლინდნენ
მსოფლიო ჩემპიონატების სამგზის ოქროსმედალოსანმა ტატო გრიგალაშვილმა ფინალურ შეხვედრაში ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორე ნაგასესთან წააგო და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოუტანა.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კორეელმა ჯონჰვან ლიმ ბელგიელ მატიას კასე დაამარცხა, ტაჯიკმა სომონ მახმადბეკოვმა კი იტალიელი ანტონიო ესპოზიტო.
ხვალ, 90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ლაშა ბექაური ჩაებმება